Friday, August 4, 2017
Sunday, June 18, 2017
ბლოგის მიზანი
ჩემი ბლოგის მიზანია მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს საჭირო და სასარგებლო
ინფორმაციები.
სამეგრელო, და მთელი დას. საქართველო გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით.
შევეცდები მუდამ განვაახლო ბლოგი, დავაინტერესო მნახველი ჩემს მიერ გადაღებული ფოტომასალით სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან, სოფლებიდან და ა.შ.
განთავსებული მაქვს:
- პროექტის გეგმები
- ფოტოები
- V კლასთან ერთად განხორციელებული სასწავლო ექსკურსიის მასალები.
1.პროექტის სახელი
ექსკურსია ზუგდიდი-ბაგრატის ტაძარი - გელათი - მოწამეთა - სათაფლია - ზუგდიდი
ექსკურსია ზუგდიდი-ბაგრატის ტაძარი - გელათი - მოწამეთა - სათაფლია - ზუგდიდი
2. პროექტის სრული აღწერა.
ჩვენი ამოცანაა განვახორციელოთ მოგზაურობა იმერეთში, კერძოდ მოვილოცით ბაგრატის და გელათის ტაძრები. ჩვენ შევისწავლით ამ კუთხის ბუნებას,ყოფას, და ისტორიულ ძეგლებს.ვიმოგზაურებთ ფეხით, შევაგროვებთ ცნობებს მხარის ისტორიის,ეთნოგრაფიის და ყოფა–ცხოვრების შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა
4. პროექტის მიზნები:
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი და თვითმართვის, დაგეგმვის უნარების განვითარებას; ინფორმაციის შეგროვებას;
3. მონაწილე კლასები:
V
4. ვადები/ ხანგრძლივობა
27 მაისი
3. მონაწილე კლასები:
V
4. ვადები/ ხანგრძლივობა
27 მაისი
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. გარდა ამისა ,მიმოიხილავენ ჯგუფებში იმერეთის მდებარეობას, მოსახლეობას, მეურნეობას, ღირსშესანიშნაობებს.
6. მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები აკავშირებენ ფაქტებს და მოვლენებს ისტორიულ ეპოქასთან.ახასიათებენ და ადარებენ ერთმანეთს წარსულს და აწმყოს. უყალიბდებათ პატრიოტიზმის გრძნობა. ეცნობიან ისტორიას. უვითარდებათ ესთეტიური აღქმის უნარი. სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობას,კვლევა–ძიებას. ქმნიან თვალსაჩინო მასალას ფოტოალბომს, ჩანახატებს, ესეებს...
7.სარგებელი სხვებისთვის.
მოძიებული ინფორმაცია დაეხმარება სხვებს მხარის უკეთ გაცნობის მიზნით.

8. სამუშაო ენა.
ქართული.
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ არის.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოგზაურობა კავშირშია–გეოგრაფიასთან, [მოსწავლეები მოახდენენ მხაარეებზე დაკვირვებას რის შედეგად დაგეგმავენ დღეს. ისტორია–,ხელოვნებასთან.
11.პროექტის ავტორი.
საზოგადოებრივი კათედრის თავმჯდომარე, ისტორიის მასწავლებელი: მაია ესართია
Subscribe to:
Posts (Atom)