Saturday, November 15, 2008

სამეგრელოს ბუნება


1. პროექტის სახელი:,,სამეგრელოს ბუნება“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოს ბუნების, კულტურის და ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობას.
3. პროექტის სრული აღწერა: სამეგრელო ის კუთხეა, რომელზეც დიდ ილიას უთქვამს: ,,სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“. სამეგრელოს ბუნება ლამაზი და მიმზიდველია, მოსწავლეები იკვლევენ გეოგრაფიულ გარემოს, კლიმატს, შეისწავლიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხეების უნიკალურ ჯიშებს. გაეცნობიან სამეგრელოში მცხოვრები ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ-მუზეუმებს. მოიძიებენ ინფორმაციას ამ კუთხის ეკლესია-მონასტრების შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-11 კლასები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის დეკემბერი-2009 წლის ივნისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის ბიბლიოთეკებში და ინტერნეტში მოძიება,ექსკურსიების მოწყობა, სურათების გადაღება, დისკუსიის გამართვა ...
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები, ბროშურები, პრეზენტაციები, ვებ-ბლოგები.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და დაათვალიერებენ სამეგრელოს ბუნებას, მოილოცავენ ეკლესია-მონასტრებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ცნობილი მოღვაწეების წვლილს მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ხელოვნება - ეკლესია-მონასტრების როგორც ხელოვნების ნიმუშის გაცნობა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაია ესართია და ციცინო თორია
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: esartiamaia65@gmail.com
toriatsitsino@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: sambuneba.blogspot.com