Wednesday, September 7, 2011













1. პროექტის სახელწოდება: მიურატების სამეურნეო საქმიანობა სამეგრელოში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: ,,სამეგრელოს ღვინო საუცხოოა, იგი მაგარი და ბლანტია, მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისათვისაც მარგებელია. მთელს აზიაში უკეთესს ვერაფერს დალევ."
მიურატების მეურნეობებში სალხინოსა და ჭკადუაში ხარობდა ოჯალეშის, ცოლიკაურის, კაჭიჭის, საფერავის, კაბერნეს, ფორტუგეს, დვრიფის, შავას და სხვა ჯიშის ვაზები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები აღმოაჩენენ სხვადასხვა ჯიშის ვაზებს, ღვინოს დასაყენებლად გამოყენებულ დანადგარებს, გაეცნობიან მიურატებისა და დადიანების ურთიერთობის ისტორიას
4. პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ცნობები მოვიპოვოთ მიურატების მოღვაწეობაზე სამეგრელოში, და თუ რატომ დაინტერესდნენ სამეურნეო საქმიანობით, კერძოდ ვენახის გაშენებით.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-17
6. ვადები ხანგრძლივობა: 2012 წლის თებერვლამდე
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, სლაიდები, სურათების კოლაჟი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კლასგარეშე ლიტერატურა,ბიბლიოთეკა, ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში არსებული დოკუმენტები და ჩანაწერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად: I ჯგუფი მუშაობს ძირითადად ბიბლიოთეკებში, კლასგარეშე ლიტერატურიდან აგროვებს მასალებს.
II ჯგუფი - გადის სალხინოსა და ჭკადუაში აკეთებენ ჩანაწერებს, დაათვალიერებენ ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს, გაესუბრებიან ზუგდიდში მყოფ მიურატების შთამომავლებს.
III ჯგუფი - მუშაობს კომპიტერთან, ეძებს მასალებს ინტერნეტიდან.
10. საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ გეგმასთან კავშირი:საგნობრივი ჯგუფი ბუნებისმეტყველება
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია ესართია
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: esartiamaia65@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი: sambuneba.blogspot.com